Accepted Abstracts

 

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციისთვის (ICLA) განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასოციაციის ახალგაზრდა წევრები და მათი შემოქმედებითი ენერგია. 2016 წელს ვენის უნივერსიტეტში გამართული XXI კონგრესის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდების კარიერული განვითარების კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციასა და კომპარატივისტული ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერებს, სტუდენტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას. კომიტეტის ამოცანაა ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობა და მათი წახალისება, რათა ახალი და ინოვაციური გზებით განავითარონ კომპარატივისტული კვლევები. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიურ სივრცეში, მათ შორის კომპარატივისტული ლიტერატურის სფეროში, თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად იცვლება დასაქმებისა და კარიერული განვითარების მოთხოვნები, შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერთა კომიტეტის (ECARE ) მიზანია, მსოფლიო მასშტაბით დასაქმების და აკადემიური მოღვაწეობის გამოწვევების გააზრება და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა.

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაცია (ICLA) მიმართავს კომპარატივისტული ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს, მონაწილეობა მიიღონ XXIII კონგრესში, რომელიც გაიმართება თბილისში 2022 წელს. კონგრესში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) ან ნაციონალური ასოციაციის წევრობა.

2022 წლის კონგრესის ფარგლებში პირველად იგეგმება განსაკუთრებული პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტებისთვის, კერძოდ:

  • საზეიმო გახსნა დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომელსაც დაესწრებიან ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები;
  • შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი შარვაშიძესთან;
  • შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან,  საქართველოში სამეცნიერო გარემოსა და პერსპექტივების განსახილველად;
  • შეხვედრა წამყვან მეცნიერებთან და მწერლებთან;
  • საქმიანი შეხვედრები ასოციაციის ფარგლებში არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა კომიტეტის (ECARE) წევრებთან, რომლებზეც განიხილება ახალგაზრდა მეცნიერთა შეთავაზებული იდეები კომიტეტის სამომავლო გეგმებისა და საქმიანობის შესახებ;

იგეგმება სპეციალური სემინარები, სახელწოდებით „მომავალი თაობა“ (NEXT GEN), რომლებიც მიეძღვნება ახალგაზრდა მეცნიერეთა ნაშრომების პრეზენტაციას და საშუალებას მისცემს მათ, წარადგინონ თავიანთი იდეები და კვლევის ახალი სტრატეგიები შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით. კვლევები უნდა პასუხობდეს კონგრესის თემატიკას. მასალები დაიბეჭდება და განთავსდება ასოციაციის ვებ-გვერდზე.

ყურადღება! განაცხადების მიღება „მომავალი თაობა“(NEXT GEN) სემინარებზე დაიწყო. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 თებერვალი. გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: nextgen@tsu.ge

  • დოქტორანტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს შეუძლიათ ჯგუფური ან ინდივიდუალური განაცხადის ატვირთვა.  იხ. ბმული:  https://icla2022-tbilisi.ge/post/item/75/en

კონგრესის ფარგლებში შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაცია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის გასცემს რამდენიმე პრემიას. პრემიები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: ა) საუკეთესო მოხსენება; ბ) წიგნის სუბსიდირების პრემია პირველი მონოგრაფიისთვის; გ) საუკეთესო თარგმანი.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას თბილისში!

უილიამ სპურლინი, ახალგაზრდა მეცნიერთა კომიტეტის (ECARE) თავჯდომარე




პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MG-ISE-22-170]
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]