ქართული მედია კონგრესის შესახებ

დოკუმენტური ფილმი - კონგრესის დღიურები

ქართული ფოლკლორული მუსიკის კონცერტი

 

ყურადღება!

 

ძვირფასო კოლეგებო,

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ იწყება ნაშრომების მიღება შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მსოფლიო კონგრესის მასალებში დასაბეჭდად!

 

ნაშრომის წარდგენის ინსტრუქცია:

  • მასალები მიიღება 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: icla2022tbilisi@tsu.ge
  • ნაშრომში გამოკვეთილი უნდა იყოს კვლევის მიზნები, მეთოდი და შედეგები, რათა სამეცნიერო კომიტეტმა შეაფასოს მისი ხარისხი;
  • თითოეული ნაშრომი გაივლის ანონიმურ რეცენზირებას სამეცნიერო კომიტეტის მიერ;
  • ნაშრომის დაბეჭდვის გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო კომიტეტი.

 

 ნაშრომის გაფორმების წესი:

  • კონგრესის მასალებში ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ ან ქართულ ენაზე;
  • ნაშრომს უნდა ჰქონდეს მოკლე ანოტაცია ინგლისურ ენაზე (300-350 სიტყვა);
  • ნაშრომის მოცულობა:

               პლენარული მომხსენებლებისთვის - 10-12 გვერდი (5000-6000 სიტყვა, 1 ინტერვალი)

              მონაწილეებისთვის – 6-8 გვერდი (3000-4000 სიტყვა, 1 ინტერვალი)

  • ციტირების სტილი: APA-ს აკადემიური სტილი ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით. იხ. https://apastyle.apa.org/style-grammar-guidelines/references/examples
  • ნაშრომს აუცილებლად უნდა დაერთოს:
  • თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნება ავტორის სახელი, გვარი, აფილიაცია, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე, კონგრესის სესიის სათაური;
  • საკვანძო სიტყვები (3-5 სიტყვა);
  • დამოწმებული ლიტერატურის ნუსხა;
  • ნაშრომი დაბეჭდილი უნდა იყოს A 4 ფორმატით: შრიფტი  -Sylfaen, შრიფტის ზომა-11, ინტერვალი-1.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

ნაშრომის წარდგენის ვადა: 2023 წლის 31 იანვარი.

დასაბეჭდად მიღებაზე თანხმობა: 2023 წლის 28 აპრილი.

 

გამოცემის შესახებ:

  • კონგრესის მასალები დაიბეჭდება ელექტრონულ ფორმატში რამდენიმე ტომად;
  • გამოცემას მინიჭებული ექნება e-ISBN, DOI;

გამოცემა  განთავსდება Google Scholar-ის ბაზაში.

 

 

კონგრესის თეზისები

კონგრესის განრიგი     (ზუმის ბმულებით)
კონგრესის პროგრამა   (ზუმის ბმულებით)

 

 

ძვირფასო კოლეგებო!

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ შედარებითი ლიტერატურის XXIII მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად!

სეულის (2010 წ.), პარიზის (2013 წ.), ვენის (2016 წ.), მაკაუს (2019 წ.) შემდეგ, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია (ICLA) პირველად გამართავს კონგრესს კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გადაკვეთაზე. ICLA-ს რეგულარული კონგრესები (ყოველ სამ წელიწადში ერთხელ) საშუალებას აძლევს მსოფლიოს კომპარატივისტებს, რომლებიც შედარებითი ლიტერატურის სხვადასხვა სფეროებში მუშაობენ, შეიკრიბონ, გამართონ დიალოგი, გაცვალონ აზრები.

2022 წლის თბილისის კონგრესი საგანგებო ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდა მეცნიერებს. იგეგმება მათთვის სპეციალური სესიების გამართვა, სხვადასხვა აკადემიური და სოციალური ღონისძიებების ჩატარება, აგრეთვე, ახალი საგრანტო პროექტებისა და ჯილდოების დაანონსება… იხილეთ შესაბამისი  გვერდები!

კონგრესის სესიები და სპეციალური სესიები მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, რაც საშუალებას მოგვცემს  თანამედროვე მსოფლიო მწერლობის პრობლემური საკითხები განვიხილოთ  ფართო საერთაშორისო კონტექსტში.

ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად  ჩავერთოთ ამ საოცარ სამეცნიერო და კულტურულ თავგადასავალში!

თქვენთან ერთად ვისიამოვნოთ კონგრესის აკადემიური პროცესითა და საინტერესო ღონისძიებებით!

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება და ღირშესანიშნაობები, ასევე, გემრიელი ქართული სამზარეულო, გახდის მას უფრო მიმზიდველს!

 

XXIII კონგრესი, 24 ივლისი - 29 ივლისი,

თბილისი, საქართველო

 

ორგანიზატორები:
XXIII კონგრესი, 24 ივლისი, 2022 - 29 ივლისი, 2022
თბილისი, საქართველო

 

პარტნიორი ორგანიზაციები:




პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MG-ISE-22-170]
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]