ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული განვითარების კომიტეტი( ECARE) აცხადებს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის ახალ პრემიებს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომელებიც გაიცემა XXIII კონგრესის (2022 წლის ივლისი.თბილისი, საქართველო)ფარგლებში:
1) პრემია საუკეთესო სტატიისთვის: გადაეცემა დოქტორანტს 2022 წლის თბილისის კონგრესზე წარამოდგენილი საუკეთესო ნაშრომისათვის. კანდიდატის წარდგენა შეუძლია ასოციაციის ნებისმიერ აქტიურ წევრს შესაბამისი განაცხადის შევსების საფუძველზე. პრემიის კანდიდატი უნდა იყოს ასოციაციის აქტიური წევრი და კონგრესის მუშაობის პერიოდში სწავლობდეს კომპარატივისტული ლიტერატურის ან მომიჯნავე დისციპლინის სადოქტორო პროგრამაზე. წარდგენილი ნაშრომები გადაეგზავნება ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული განვითარების კომიტეტს (ECARE) კონგრესის გენერალური ასამბლეამდე. გამარჯვებული გამოცხადდება გენერალურ ასამბლეაზე. ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული განვითარების კომიტეტი (ECARE) უზრუნველყოფს კომუნიკაციას ავტორებთან, რომელთაც 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გააგზავნონ სტატიის საბოლოო ვერსია და ავტობიოგრაფია. მოხსენების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროგრამით გათვალისწინებულ 20 წუთს. 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაიმართება საგანგებო ღონისძიება, რომელზეც გამოცხადდებიან გამარჯვებულები, რომელთა სახელები, აფილაცია და მოხსენების სათაურები გაიგზავნება ყველა ნაციონალურ ასოციაციაში და განთავსდება შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის ვებგვერდზე. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს 250 ამერიკული დოლარის ოდენობით და მათი ნაშრომი გამოქვეყნდება ასოციაციის ჟურნალში Recherche Littéraire/Literary Research. გამარჯვებულები, ასევე, მოხსენიებულნი იქნებიან 2025 წლის კონგრესის გენერალურ ასამბლეაზე.
2) პრემია პირველი მონოგრაფიისთვის: ყოველწლიური პრემია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომელიც ითვალისწინებს კომპარატივისტული ლიტერატურის (ფართო გაგებით) მიმართულებით პირველი მონოგრაფიის გამოცემის ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებას. ავტორი უნდა იყოს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის აქტიური წევრი. პრემიის მოცულობა დამოკიდებულია გამომცემლობის მოთხოვნაზე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 1500 აშშ დოლარს. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მაისი. გამარჯვებული გამოცხადდება 2022 წლის თბილისის კონგრესის გენერალური ასამბლეაზე. იმ წლებში, როდესაც შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი არ ტარდება, გამარჯვებული გამოცხადდება საგანგებო ონლაინ ღონისძიებაზე. კანდიდატი ვალდებულია მითითებულ ვადამდე წარმოადგინოს: საპროექტო წინადადება, ავტობიოგრაფია, წიგნის ხელშეკრულება გამოცემის თანხის მითითებით და წიგნის ერთი თავი. გამარჯვებულის სახელი, აფილიაცია და წიგნის სათაური გაიგზავნება ყველა ნაციონალურ ასოციაციაში და განთავსდება შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის ვებგვერდზე. წიგნზე რეცენზია გამოქვეყნების შემდეგ დაიბეჭდება ასოციაციის ჟურნალში Recherche Littéraire/Literary Research, ასევე, მოხსენიებული იქნება 2025 წლის კონგრესის გენერალურ ასამბლეაზე.
3) პრემია საუკეთესო თარგმანისთვის: პრემია გადაეცემა ახალგაზრდა მეცნიერს სამეცნიერო სტატიის, წიგნის ცალკეული თავის ან სხვა მცირე მოცულობის ტექსტის თარგმანისთვის, რომელიც შესრულებულია ლიტერატურის მსოფლიო კონგრესებს შორის. თბილისის კონგრესისთვის მიიღება ნაშრომები, რომლებიც გამოცემულია 2019 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე. კანდიდატი უნდა იყოს ასოციაციის აქტიური წევრი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მაისი. მონაწილეთა ნაშრომებს განიხილავს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის მთარგმნელობითი კომიტეტი. თარგმანი შესრულებული უნდა იყოს ნებისმიერი ენიდან ნებისმიერ ენაზე. კანდიდატმა უნდა წარადგინოს თარგმანი, ტექსტის დედანი და ავტობიოგრაფია. გამარჯვებული გამოცხადდება 2022 წლის თბილისის კონგრესის გენერალურ ასამბლეაზე. პრემიის ფულადი ჯილდოა 1000 აშშ დოლარი. გამარჯვებულის სახელი, აფილაცია და ნაშრომის სათაური გაიგზავნება ყველა ნაციონალურ ასოციაციაში და განთავსდება შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის ვებგვერდზე. ნაშრომის თეზისი დაიბეჭდება ასოციაციის ჟურნალში Recherche Littéraire/Literary Research.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, დაიცვათ კონკურსის ვადები. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ PDF ფორმატში შემდეგ მისამართზე: ecare@brunel.ac.uk
პრემიებთან დაკავშირებული სიახლეები განთავსდება მისამართზე: https://www.ailc-icla.org/prizes.
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]