შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გრიგოლ კიკნაძის სახელობის სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად. პრემია ენიჭება საქართველოს უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მომუშავე ქართველ მეცნიერებს თვალსაჩინო ნაშრომისათვის ლიტერატურისმცოდნეობის სფეროში.
გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში:
ა) სამეცნიერო მონოგრაფია
ბ) სამეცნიერო სტატია
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნას ბოლო 3 წელიწადში (2019-2021) გამოცემული შრომები.
პრემიის მოსაპოვებლად ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია: ა) ავტორს, ბ) გამომცემლობას, გ) ორგანიზაციას.
პრემიის მაძიებელმა 2022 წლის 1 მარტამდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ მისამართზე: ICLA2022Tbilisi@tsu.ge
ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ვერსია;
ბ) ავტორის (ან ავტორთა) კალენდარული ავტობიოგრაფია(CV).
საკონკურსოდ შემოსულ ნაშრომებს აფასებს ანონიმური კომისია, რომელიც დარგის ექსპერტებისგან (სულ ხუთი წევრი) შედგება.
პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება შედარებითი ლიტერატურის XXIII მსოფლიო კონგრესის ფარგლებში. გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი პრემია და ფულადი ჯილდო.
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]