დ. ფატიჰა თაიბი
მუჰამედ V-ის უნივერსიტეტი
რაბათი, მაროკო
პროფესორი ფათიჰა თაიბი მაროკოულ წარმოსახვით სამყაროზე დაყრდნობით და იმ ფაქტის აღიარებით, რომ თარგმანი არის ერთადერთი ინსტრუმენტი არაბი მწერლების ქართული კულტურასთან დასაკავშირებლად, შეეცდება, წამოჭრას ორი მნიშვნელოვანი საკითხი:
- იყო თუ არა საქართველო ერთგვარი წყარო არაბი მწერლებისთვის კულტურული პარადიგმების მიმართ პოსტკოლონიური პერსპექტივების კონტექსტში?
- რა ადგილი უჭირავს საქართველოს და მის კულტურას უნივერსალურ კულტურათა შორის, კერძოდ კი, არაბთა წარმოსახვაში?
ფათიჰა ჰათიბმა 2006 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი მუჰამედ V-ის უნივერსიტეტში. ის გვევლინება რაბათის ლიტერატურის ფაკულტეტის „შედარებითი კვლევების“ ჯგუფის წევრად; კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA), შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაროკოს და ეგვიპტის ასოციაციების, თანამედროვე არაბული ლიტერატურის ევროპული ასოციაციის წევრად; შედარებითი და მაღრიბული ლიტერატურის მკვლევართა კოორდინატორად.
იგი არის ჟურნალების - კომპარატივისტული და მაღრიბული ლიტერატურა (მაროკო), Tawasol Adabi (ალგერია) - სამეცნიერო კომიტეტის წევრი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები თარგმანმცოდნეობისა და კომპარატივისტული ლიტერატურის სფეროში; არაბული და მაროკოული მწერლობის შესახებ, სახელდობრ: თარგმანი სხვა ეპოქაში (2010/2020), უსათაურო მოთხრობა (2011), კითხვის პრობლემები/ ინტერპრეტაციის ინსტრუმენტები (მედ მსაადისთან და აბდელვაჰად ლამრაბეტთან თანაავტორობით /2015), მაროკოული რომანი და კრიტიკა 2018), სიყვარული, მთარგმნელი რომ არ სჭირდება (2018), კომპარატივისტული ლიტერატურა და მოძრავი იდენტობები (დრის აამიზასთან თანაავტორობით /2018), კილიტო და მსოფლიო კრიტიკა (2020), კომპარატივიზმის საზღვრებთან (2021).
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]