იმან ჰუმაიდანი
იმან ჰუმაიდანი ლიბანელი მწერალი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფია.
ლიბანის PEN-ის თანადამფუძნებელი და PEN International-ის საბჭოს წევრი.
4 რომანის ავტორი: Ba’ methl bait methl bayrout, alMassar 1997; toot barri, alMassar 2002; hayawat okhra, Arrawi 2012; და khamsouna graman mena aljannah, al Saqi 2016 წ.
მისი რომანები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, ჰოლანდიურ, ქართულ და სომხურ ენებზე. მისი ტექსტები აირეკლავს ლიბანის შემდგომ სამოქალაქო ომს და განხილულია შემდეგი საკითხები - გენდერი, მეხსიერება, იდენტობა, ენა და მიგრაცია. მისმა ბოლო რომანმა „50 გრამი სამოთხე“ კატარას პრიზი მოიპოვა. მისი ფრანგული თარგმანი კი პარიზის არაბული სამყაროს ინსტიტუტის (IMA) ლიტერატურული პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.
Covid 19 პანდემიის პერიოდში დაიწყო მუშაობა აუდიოვიზუალურ სპექტაკლებზე. ”ჩაკეტვის დროს მე მჭირდებოდა საკუთარი თავის და ჩემს გარშემო სამყაროს სხვადასხვა დისციპლინებში გამოხატვა”, - თქვა მწერალმა.
2015 წლიდან ასწავლის შემოქმედებით წერას საფრანგეთში, პარიზი 8 უნივერსიტეტში.
ამჟამად ავტორი წერს მეხუთე რომანს და ცხოვრობს ბეირუთსა და პარიზში.
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]