ICLA 2022

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია (ICLA)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
XXIII კონგრესი - 24 ივლისი - 29 ივლისი, 2022
თბილისი, საქართველო

 

კონგრესის თემატიკა

მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური

 

კონგრესის სექციები

  • სიტყვები და მხატვრული სახეები ლიტერატურისა და კრიტიკის საზღვრებს მიღმა
    Accepted Abstracts
  • აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლიტერატურული და კულტურული პარადიგმები
    Accepted Abstracts
  • გლობალიზებული სამხრეთი და გლობალური ჩრდილოეთი
    Accepted Abstracts
  • უმცირესობების ლიტერატურა/ უმცირესობები ლიტერატურაში
    Accepted Abstracts
  • თარგმანის განსხვავებანი: სხვა სხვისი სიტყვებით
    Accepted Abstracts
  • მცირე ლიტერატურა, პატარა ლიტერატურები, მცირე ერების ლიტერატურები
    Accepted Abstracts
  • კოლონიური, პოსტკოლონიური, დეკოლონიური და ნეოკოლონიური გამოცდილებები: კულტურის ისტორიის გადაწერა
    Accepted Abstracts
  • გენდერი და სექსუალობა/სქესი თანამედროვე ლიტერატურასა და კულტურაში
    Accepted Abstracts
  • პოსტსაბჭოთა ლიტერატურული სივრცე და მსოფლიო ცივი ომის შემდეგ
    Accepted Abstracts
  • ციფრული კულტურა: მედია, ტრანსმედია, ინტერმედია
    Accepted Abstracts

 

განაცხადი

კონგრესის მუშაობის ფარგლებში მიიღება ინდივიდუალური და ჯგუფური განაცხადები. ინდივიდუალური განაცხადების წარდგენა შესაძლებელია კონგრესის სექციებზე ან ღია ჯგუფურ სექციებზე.

თეზისიები იტვირთება ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.
თეზისის მოცულობა – 250-300 სიტყვა, 3-5 საკვანძო სიტყვა;
შრიფტი – Sylfaen; შრიფტის ზომა – 11; ინტერვალი – 1.

სამუშაო ენა

 XXIII  კონგრესის სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული, ქართული.

განაცხადები მიიღება ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.

 

შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) წევრობა
კონგრესში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი

ჭავჭავაძის გამზირი N1, ადმინისტრაციული შენობა, 0179, თბილისი საქართველო
კოსტავას ქუჩა N5, 0108, თბილისი საქართველო
გუდიაშვილის ქუჩა N7, 0108, თბილისი საქართველო



პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MG-ISE-22-170]
The Project was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number MG-ISE-22-170]